ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუმ უგოლო სერია დაასრულა | ჰაიდენჰაიმმა აინტრახტს ქულები დააკარგვინა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში „ჰაიდენჰაიმმა'' შინ „აინტრახტთან’’ 1:1 ითამაშა. ანგარიში 32-ე წუთზე არიონ იბრაჰიმოვიჩის საგოლე პასით ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. ქართველმა ფორვარდმა ჯერ საკუთარ ნახევარზე ორთაბრძოლა მოიგო, შემდეგ კი სწორი მიმართულებით განავითარა სიჩქარე და მომენტი გოლით დაასრულა. მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩს შეეძლო ბუდუ მეკარესთან პირისპირ დაეტოვებინა, თუმცა მისი პასი ჩაიჭრა. სტუმრებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინეს, გოლი რასმუს კრისტენსენის ანგარიშზეა.

გასულ სეზონში „აინტრახტი'' ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეა და კვლავ ევროსაგზურისთვის იბრძვის. „ჰაიდენჰაიმი'' ბოლო ადგილზეა და გუნდის მიზანი გასული სეზონის მსგავსად ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. ასე რომ დღევანდელი ანგარიში შეგვიძლია სენსაციად შევაფასოთ.

9 მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმმა'' 5 ქულა დააგროვა (1 გამარჯვება, 2 ფრე, 9 მარცხი) და ბოლო, მე-18 ადგილზეა. მე-17 ადგილზე „მაინცია'' ამდენივე ქულით, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო ზივზივაძის გუნდი ბოლო პოზიციაზეა. მომდევნო ტურში, 8 ნოემბერს „ლევერკუზენს'' ესტუმრებიან.

ქართველმა ფორვარდმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში გოლი ვერ გაიტანა, „აინტრახტთან’’ ეს ცუდი სერია დაასრულა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველთვის სასტარტო 11-ეულში არ იყო. 9-დან ოთხ მატჩში 45 წუთზე ნაკლები ითამაშა, ხუთ შეხვედრაში 45 წუთი ან უფრო მეტი. მის სტაბილურ თამაშს ხელი ორმა ფაქტორმა შეუშალა, გასულ სეზონში ტრავმის გამო 4 მატჩი გამოტოვა, ამ სეზონში „დორტმუნდთან'' გააძევეს და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

ბუდუ „ჰაიდენჰაიმის’’ ფეხბურთელი გასულ ზამთარში გახდა, ყველა ტურნირის ჩათვლით 27 მატჩში 3 გოლი შეაგდო, სამივე ბუნდესლიგაში, გასულ სეზონში „ჰოფენჰაიმთან’’ და „ჰოლშტაინ კილთან’’ გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს „ჰაიდენჰაიმთან'' კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2022 წელს კვარას ტრანსფერზე ვმუშაობდით | ფურნიე ხვიჩას თვისებებმა მოხიბლა
2022 წელს კვარას ტრანსფერზე ვმუშაობდით | ფურნიე ხვიჩას თვისებებმა მოხიბლა