ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

კაპიტანი სკამზე დასვა | კლოზე ლოჩოშვილს დიდ ნდობას უცხადებს

„ნიურნბერგის’’ მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კლოზე ლუკა ლოჩოშვილს დიდ ნდობას უცხადებს. ლუკამ ამ სეზონის ყველა მატჩი (10 - ჩემპიონატი, 1 - თასი) სასტარტოდან დაიწყო და მხოლოდ ერთხელ, „ჰერტასთან’’ შეცვალეს, როცა მცირე ტრავმა მიიღო.

კლოზე გუნდის კაპიტანს, რობინ კნოხეს არ ათამაშებს. ამ თემასთან დაკავშირებით მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან ისაუბრა: „ვიცით კნოხეს შესაძლებლობები, თუ რა შეუძლია გუნდს მოუტანოს, მაგრამ ახლა მის წინ ორი ფეხბურთელია, ფაბიო გრუბერი და ლუკა ლოჩოშვილი. ისინი უბრალოდ მასზე უკეთესები არიან და ეს ფაქტია’’.

სეზონის საწყის ეტაპზე „ნიურნბერგი'' 3 ცენტრალური მცველით თამაშობდა, თუმცა ჩემპიონატის ბოლო შვიდ შეხვედრაში დაცვის ცენტრში ლოჩოშვილისა და გრუბერის წყვილი მოქმედებს. კნოზეს სკამზე ყოფნისას გრუბერი კაპიტნის ფუნქციებს ასრულებს.

ბუნდესლიგა 2-ის გასულ ტურში „ნიურნბერგმა'' „კაიზერთან'' გასვლით მატჩში 1:1 ითამაშა. კლოზეს გუნდი მარცხდებოდა, თუმცა მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა პენალტი მოიპოვა და კაპიტანმა რობინ კნოხემ, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა, პენალტიდან გაიტანა, გუნდი მარცხისგან იხსნა.

სეზონის საწყისი ტურების შემდეგ „ნიურნბერგმა’’ მდგომარეობა გამოასწორა, 18-გუნდიან ჩემპიონატში 9 ქულით მე-15 ადგილზეა. 10-დან 2 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 5 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პენალტების სერიაში 11:10 მოიგეს | კიტეიშვილის კარგი თამაში ავსტრიის თასზე
პენალტების სერიაში 11:10 მოიგეს | კიტეიშვილის კარგი თამაში ავსტრიის თასზე