გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ჟორჟის მორიგი გოლი - მამარდას არ უთამაშია, ლივერპული თასიდან გავარდა

შუა კვირაში ინგლისსა და ესპანეთში სათასო შეხვედრები გაიმართა. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და ლონდონელებთან სეზონში მესამედ დამარცხდა. ამჯერად 0:3 და „მერსისაიდელები“ EFL Cup-ს დაემშვიდობნენ.

არნე სლოტმა შემადგენლობა გადაახალისა, „კრისტალ პალასმა“ კი საბრძოლო თერთმეტეულით ითამაშა. მამარდაშვილი განაცხადშიც კი არ ყოფილა. საბოლოოდ, სტუმრებმა ძალიან დამაჯერებლად მოიგეს. გოლები პაპე მატა სარი (დუბლი) და იერემი პინო გახდნენ.

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ კი ესპანეთის სამეფო თასზე „სიუდად დე ლუსენა“ მარტივად 6:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მიქაუტაძე შეხვედრაში 46-ე წუთზე ჩაერთო. 81-ე წუთზე კი ანგარიში 5:0 გახადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები