დემბელე ითამაშებს, მარკინიოსი ნამდვილი ლიდერია | ენრიკე ბაიერნთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში პსჟ მიუნხენის „ბაიერნს'' მიიღებს. საინტერესო დაპირისპირების წინ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
„თუ ვინ იქნება ევროპასა და მსოფლიოში საუკეთესო კლუბი, ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ. როგორც ყოველთვის, მიუნხენის „ბაიერნი’’ ძალიან ძლიერი კლუბია. განსაკუთრებით ახლა, როცა ბოლო 15 მატჩი მოიგეს. ამ მატჩისთვის მზად ვართ, მოტივირებულნი ვხვდებით.
გარისკვა არ გვიყვარს, მაგრამ დემბელე ორი კვირაა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, ფიზიკურ ფორმას აუმჯობესებს, ხვალ ითამაშებს. არ ვიცი რამდენად დიდ სათამაშო დროს მიიღებს, მაგრამ ითამაშებს, რადგან მზადაა.
გუნდის კაპიტანი მარკინიოსი საოცარი პიროვნებაა, ნამდვილი ლიდერია. იმედი მაქვს, აქ დიდი ხანი დარჩება.
მაილუ ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ფიზიკური მონაცემებისა და ინდივიდუალური უნარების გარდა მას თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია’’.
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში პსჟ-მ და „ბაიერნმა'' ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს, მათ აქტივში 9-9 ქულაა. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პსჟ პირველზეა, 13 გაიტანა და 3 გაუშვა. „ბაიერნი'' მეორე ადგილზეა, 12 გაიტანა და 2 გაუშვა.
პსჟ - „ბაიერნის'' მატჩი ხვალ, სამშაბათს ღამით გაიმართება, 00:00 საათზე დაიწყება.