გიორგი შერმადინი
Aa
Aa

100-პროცენტიანი შერმადინი - ლაგუნა ტენერიფეს პირველი მარცხი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში „ლაგუნა ტენერიფე“ პირველად სტუმრად „ბასკონიასთან“ (79:89) დამარცხდა, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი გიორგი შერმადინს მიუძღვის, რომელმაც მორიგი ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა.

კანარის კუნძულების გუნდის 36 წლის ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე გატარებულ 26 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. შერმადინს ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა და შვიდიდან შვიდი ორქულიანი და ექვსიდან ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. ორი მოხსნიდან ერთი - დაცვაში, ერთი კი თავდასხმაში შეასრულა, ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ხუთი ტურის შემდეგ ოთხი მოგებითა და ერთი წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ვალენსიას“ ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შერმადინის გამოყენება უფრო მეტად შეიძლებოდა“ - ნაცვლიშვილი ევრობასკეტით კმაყოფილია
„შერმადინის გამოყენება უფრო მეტად შეიძლებოდა“ - ნაცვლიშვილი ევრობასკეტით კმაყოფილია