თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია საუკეთესო იყო - ბარსელონამ პარტიზანი დაამარცხა

თორნიკე შენგელიამ საკალათბურთო კლუბ „ბარსელონას“ შემადგენლობაში მორიგი ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა. ევროლიგის რეგულარული ეტაპის VIII ტურში კატალონიის კლუბმა სტუმრად „პარტიზანი“ ორქულიანი სხვაობით, 78:76 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების 35 წლის კაპიტანი კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ და MVP-ის პრიზი სავსებით დაიმსახურა.

„ბარსას“ ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ სამიდან ორი სამქულიანი და ხუთიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოები 83-პროცენტიანი (12-დან 10) სიზუსტით ისროლა. თოკომ ხუთივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

5 მოგებითა და 3 წაგებით „ბარსელონა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები კვირას, 2 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ დარბაზში „მურსიასთან“ გამართავენ. 7 ნოემბერს, ევროლიგის მომდევნო ტურში კი, საკალათბურთო „ელ კლასიკო“ შედგება, რომელიც თბილისის დროით, 23:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შერმადინის გამოყენება უფრო მეტად შეიძლებოდა“ - ნაცვლიშვილი ევრობასკეტით კმაყოფილია
„შერმადინის გამოყენება უფრო მეტად შეიძლებოდა“ - ნაცვლიშვილი ევრობასკეტით კმაყოფილია