გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 6 ქულა და 3 მოხსნა | ორლანდომ შარლოტი დაამარცხა

NBA-ში „შარლოტი’’ „ორლანდო მეჯიქთან’’ 107-123 დამარცხდა. გამარჯვებულთა სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძეს არ უთამაშია, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 13:21 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარებაა. 3-დან 1 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი, ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა „ორლანდოს'' გერმანელმა მსუბუქმა ფორვარდმა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო (21), მას მისი თანაგუნდელები პაოლო ბანკერო და ენტონი ბლექი 20-20 ქულით მოჰყვებიან.

„ორლანდო მეჯიქი'' „შარლოტთან'' გამარჯვებამდე „დეტროიტთან'' დამარცხდა, ამ მატჩში გოგამ პარკეტზე უფრო მეტი დრო გაატარა და უფრო შედეგიანი იყო, 26:31 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი დააფიქსირა.

„შარლოტთან'' გამარჯვებით წარუმატებელი სერია დასრულდა, ამ მატჩამდე ბითაძის გუნდმა ზედიზედ 4 შეხვედრა წააგო. ამ სეზონში NBA-ში „ორლანდომ'' 6-დან 2 მატჩი მოიგო. მომდევნო შეხვედრას „ვაშინგნტონ უიზარდსთან'' ორ ნოემბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟორჟის მორიგი გოლი - მამარდას არ უთამაშია, ლივერპული თასიდან გავარდა
ჟორჟის მორიგი გოლი - მამარდას არ უთამაშია, ლივერპული თასიდან გავარდა