სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 11 ქულა - ტორონტომ კლივლენდი დაამარცხა

„ტორონტომ“ NBA-ს წლევანდელი სეზონის რეგულარულ გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. „რეპტორსმა“ სტუმრად „კლივლენდი“ 11-ქულიანი სხვაობით, 112:101 დაამარცხა. ამჯერადაც მიიღო სათამაშო დრო სანდრო მამუკელაშვილმა და კანადური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა ბოძებული წუთები სათანადოდ გამოიყენა.

პარკეტზე გატარებულ 19 წუთში მამუკელაშვილმა 11 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. „მამუმ“ როგორც საჯარიმოები (ექვსიდან ექვსი), ასევე ორქულიანები (ერთიდან ერთი) ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა, პერიმეტრიდან კი მისი სამი ტყორცნიდან ზუსტი ერთი აღმოჩნდა. ექვსიდან ხუთი მოხსნა დაცვაში შეასრულა და ბურთი სამჯერ დაკარგა.

2 მოგებითა და 4 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანდრო მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები „მემფისთან“ გამართავენ, რომელიც 3 ნოემბერს, თბილისის დროით, 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 6 ქულა და 3 მოხსნა | ორლანდომ შარლოტი დაამარცხა
ბითაძის 6 ქულა და 3 მოხსნა | ორლანდომ შარლოტი დაამარცხა