ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა ძირითადს დაუბრუნდება? | Le Parisien-ის სავარაუდო შემადგენლობა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეათე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლორიანს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას „ნიცას“ წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. „პარი სენ-ჟერმენი“ მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს და საინტერესოა, დაიწყებს თუ არა „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, Le Parisien ვარაუდობს, რომ ხვიჩა სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდება: ლუკას შევალიე, აშრაფ ჰაკიმი, ილია ზაბარნი, ვილიამ პაჩო, ლუკას ჰერნანდესი, კანგ ინ ლი, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, ხვიჩა კვარაცხელია, სენი მაიული, ბრედლი ბარკოლა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ში მხოლოდ 1 საგოლე მოქმედება აქვს. „ბრესტთან“ მატჩი, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ 3:0 მოიგო, „კვარამ“ საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი პასით აშრაფ ჰაკიმიმ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხუთმა კაცმა უნდა ურტყას, ძაღლებიც მიუშვან“ - რჩევა იანს: როგორ გავუძლოთ მერაბს
„ხუთმა კაცმა უნდა ურტყას, ძაღლებიც მიუშვან“ - რჩევა იანს: როგორ გავუძლოთ მერაბს