ლუის ენრიკე, მარკო ვერატი, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

„ჯიჯის გაშვება ენრიკეს გაჯიუტებას უკავშირდება“ - ვერატიმ დონარუმაზე ისაუბრა

წინა სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ ტრიუმფალურ გამოსვლაში უდიდესი წვლილი ჯანლუიჯი დონარუმას მიუძღვოდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თითქმის ყველა პრინციპულ შეხვედრაში საკუთარი გუნდი გაშვებული ბურთისგან რამდენჯერმე გადაარჩინა. ყოველივე აქედან გამომდინარე, ყველას გაუკვირდა „სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელების გადაწყვეტილება, რომელთაც თავისი საქციელით იტალიელი მეკარე აიძულეს წასულიყო და კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გაეგრძელებინა. რატომ და რისთვის მოხდა ყოველივე ეს, ამის თაობაზე ჯიჯის თანამამემულემ მარკო ვერატიმ ისაუბრა, რომელიც პარიზული კლუბის ღირსებას გარკვეული პერიოდი დონარუმასთან ერთად იცავდა.

მარკო ვერატი

ჯიჯის ჯერ კიდევ მაშინ ვესაუბრე, სანამ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელად ითვლებოდა და მის წასვლაზე ჭორები ვრცელდებოდა. უზომოდ იმედგაცრუებული იყო და ეს გასაკვირი არც არის - ჩემპიონთა ლიგა ახალი მოგებული ჰქონდა, კლუბის წამყვანი ფიგურა გახლდათ და მის დარჩენაზე კითხვის ნიშნები არსებობდა. ეს დარწმუნებული ვარ, პირადად ლუის ენრიკეს გაჯიუტებას უკავშირდებოდა, რადგან მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ვერ იტანს, როდესაც მის კლუბში ვინმე ხელშეუხებელია.

იცით, როდესაც ჩემპიონთა ლიგას იგებ, გამართლებაზე ბევრი საუბრობს და ამის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. თუმცა, არსებობს მომენტები, როდესაც მეკარემ გადამწყვეტი სეივები უნდა განახორციელოს და ჯიჯიმ ეს გააკეთა, თანაც არაერთხელ. ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენი“ - ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მის გარეშე ვერ გაიმარჯვებდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა აბსოლუტურად ყველა პრესტიჟულ გამოკითხვაში 2025 წლის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, რაც პსჟ-ის წარმატებაში მის ფასდაუდებელ ღვაწლზე კიდევ ერთხელ მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგაზე წესები იცვლება - გახსნითი მატჩი მოქმედი ჩემპიონისთვის
ჩემპიონთა ლიგაზე წესები იცვლება - გახსნითი მატჩი მოქმედი ჩემპიონისთვის