ლიგის ფავორიტები Goal-ისა და Opta-ს მიხედვით | რომელზე არიან ქართველთა გუნდები
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურის შემდეგ Goal-მა საკუთარი რეიტინგი განაახლა და ტურნირის მთავარ ფავორიტად კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ მოიაზრებს. ცნობილი სპორტული პლატფორმის სიაში მეორე ადგილს „არსენალი“ იკავებს, ლონდონელთა შემდეგ კი „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ მოდიან.
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ მეექვსე პოზიციას იკავებს. დაწინაურდა გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“, რომელიც 25-ე ადგილიდან მე-19 პოზიციაზე გადავიდა. გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლისაბონელებს ერთი საფეხურით ჩამორჩება და მეოცეა, ხოლო გიორგი ზარიას „ქაირათს“ კვლავინდებურად ყველაზე სუსტ გუნდად მიიჩნევენ.
Opta-ს სუპერკომპიუტერი ოდნავ განსხვავებულ რეიტინგს გვთავაზობს და ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად „არსენალს“ მიიჩნევს, რომელსაც ჩემპიონობის 21.13-პროცენტიანი შანსი აქვს. „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენი“ მეორეა - 14.03 პროცენტი, „მამარდას“ „ლივერპული“ 12.31 პროცენტით მესამე ადგილზეა.
Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „სპორტინგს“ ჩემპიონობის 0.52-პროცენტიანი შანსი აქვს და მე-14 ადგილზეა. „ვილიარეალი“ 24-ე პოზიციაზეა - 0.10 პროცენტი, ხოლო ზარიას „ქაირათი“ Opta-საც ყველაზე სუსტ გუნდად მიაჩნია.