„იანი მერაბს მოუგებს, ალექსანდრესთვის მზად ვარ“ | თოფურიას მომდევნო მეტოქე
ალექსანდრე თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ გამართავს. ყაზახმა მებრძოლმა Marca-ს ინტერვიუ მისცა და „ელ კონკისტადორის“ შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
„ალექსანდრეს და მის ძმას, ილიას დიდ პატივს ვცემ... თუმცა, ვფიქრობ, ალექსანდრეს გარშემო აჟიოტაჟი მხოლოდ იმიტომაა შექმნილი, რომ ილიას ძმაა. არანაირ წნეხს არ ვგრძნობ. დიახ, ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა, მაგრამ ყველაზე რთული ნამდვილად არ არის.
ალექსანდრე კარგი გრეპლერი და სტრაიკერია, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. რას ვფიქრობ მერაბ დვალიშვილზე? მერაბი ძალიან ძლიერი მებრძოლია და მას უდიდეს პატივს ვცემ იმის გამო, რასაც 2025 წელს მიაღწია. მისი და პიოტრ იანის ჩხუბი? ვფიქრობ, იანი გაიმარჯვებს. შანსები 60/40-ზეა იანის სასარგებლოდ.“
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრესა და ალმახანის ორთაბრძოლა 22 ნოემბერს, კატარში გაიმართება. თოფურია UFC-ში მეორე ორთაბრძოლას ჩაატარებს. სადებიუტო დაპირისპირებაში ალექსანდრე კოლბი თიქნესს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                        