„ხუთმა კაცმა უნდა ურტყას, ძაღლებიც მიუშვან“ - რჩევა იანს: როგორ გავუძლოთ მერაბს
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, UFC 6-ის გამარჯვებულმა და შემდგომში ცნობილმა მსახიობმა, ოლეგ ტაქტაროვმა პიოტრ იანს მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის წინ რჩევა მისცა.
„იცით, როგორი ვარჯიშები უნდა ჰქონდეს პიოტრს... ხუთმა კაცმა უბრალოდ სიკვდილამდე უნდა სცემოს. ისე, რომ ბოლოს მხოლოდ გადარჩეს. ძაღლები და კიდევ ხუთი კაცი დაუყენონ. და ერთი რაუნდი მაინც გადარჩეს. ამის შემდეგ კი გონს მოვიდეს და დაიწყოს ტემპის, ქულების მოგროვება.
მის წინააღმდეგ კარგი, ძლიერი, დაბალი ტანის, დაახლოებით 95 კილოგრამის მოჭიდავე უნდა დააყენონ – ჩანს, რომ მერაბი ძლიერი ბიჭია, მიუხედავად მისი ზომისა. ისე, რომ დარჩენილი ოთხი რაუნდი პიოტრმა „აღარ შემიძლიას“ რეჟიმში დაასრულოს. მისთვის ბრძოლა პირველ რაუნდში დასრულდა, შემდეგ კი უნდა აღდგეს და გაიმარჯვოს. ასეთი ფსიქოლოგიაა საჭირო.
ჩინელები – ისინი ხომ ბოროტები, გამძლეები არიან, რამდენი აწამეს, სცემეს, მაგრამ მაინც ცოცხლობენ. ვხუმრობ. პიოტრი რუსია!“
– თქვა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ოლეგ ტაქტაროვმა.
პიოტრ იანს ბაბუა ჩინელი ჰყავს. ტაქტაროვმა სწორედ ამის გამო იხუმრა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის გასამართ ბრძოლა, ის UFC 323-ის მთავარი მოვლენა იქნება. ქარდი 7 დეკემბერს გამთენიისას ლას ვეგასში გაიმართება.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                        