ფათიჰ კარაგიუმრუქი, ნიკოლოზ უგრეხელიძე
Aa
Aa

უგრეხელიძე მწვრთნელის გარეშე - კარაგიუმრუქმა ლიცკა გაუშვა

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატის აუტსაიდერი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. „ფათიჰ კარაგიუმრუქმა“, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ უგრეხელიძე ასპარეზობს, მარსელ ლიცკას კარისკენ მიუთითა, რაც მოულოდნელი ნამდვილად არავისთვის ყოფილა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი საშინელ ფეხბურთს აჩვენებდა და თუ გადამჭრელი ზომები სასწრაფოდ არ იქნებოდა მიღებული, შესაძლოა „ფათიჰი“ სუპერლიგიდან ნაადრევად დაქვეითებულიყო.

ლიცკამ „კარაგიუმრუქი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და ათ ტურში რვა მატჩი წააგეს და მხოლოდ ოთხი ქულის დაგროვება შეძლეს. რაც შეეხება უგრეხელიძეს, რომელიც ამპლუით მცველია, მან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ, „ტრაბზონსპორთან“ (3:4) და „გაზიანთეფთან“ (0:2) ითამაშა, ორჯერ კი, „კასიმპაშასთან“ (0:1) და „სამსუნსპორთან“ (2:3) შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო.

„ფათიჰის“ ახალი დამრიგებლის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მომდევნო შეხვედრას ნიკოლოზ უგრეხელიძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „რიზესპორთან“ ჩაატარებენ, რომელიც კვირას, 3 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპიტანი სკამზე დასვა | კლოზე ლოჩოშვილს დიდ ნდობას უცხადებს
კაპიტანი სკამზე დასვა | კლოზე ლოჩოშვილს დიდ ნდობას უცხადებს