„მას საკმარისი არ გაუკეთებია“ - სეხუდო თავს ხაბიბზე მაღლა აყენებს
UFC-ის ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო, დარწმუნებულია, რომ ყველა დროის უდიდეს მებრძოლთა სიაში ის დაუმარცხებელ ხაბიბ ნურმაგომედოვზე მაღლა დგას.
„ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმარისი არ გააკეთა. ეს თავად ხაბიბსაც ვუთხარი. მახსოვს, ცხარე საუბარი გვქონდა, რადგან ხაბიბი ჩემზე მაღლა არ დავაყენე. ხაბიბი რომ ზედა წონაში ასულიყო და იგივე გაეკეთებინა – მაშინ კი, ძალიან მაღლა უნდა დაგვეყენებინა. მართლა მჯერა, რომ ხაბიბს საოცარი რაღაცების მიღწევა შეეძლო.
ვფიქრობ, მას თავისი სტილით საშუალო წონაშიც კი შეეძლო ტიტული მოეგო და გამხდარიყო UFC-ის პირველი ჩემპიონი სამ დივიზიონში“,
– განაცხადა ამერიკელმა კამარუ უსმანთან ერთობლივ პოდკასტში.
6 დეკემბერს, UFC 323-ზე ლას-ვეგასში, ჰენრი სეხუდო პეიტონ ტალბოტთან იბრძოლებს და ამ შეხვედრით პროფესიონალურ მებრძოლის კარიერას დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერის დასრულების (29-0-ზე) შესახებ 2020 წლის ოქტომბერში განაცხადა, მას შემდეგ რაც ჯასტინ გეიჯი ვადაზე ადრე დაამარცხა.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                        