ილია თოფურია, არმან ცარუკიანი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

„ეს ტიტულისკენ მიმავალი გზაა“ - ჰუკერი ცარუკიანის შემდეგ თოფურიას უმიზნებს

მიმდინარე წლის თებერვალში დენ ჰუკერი ტრავმის გამო ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ბრძოლიდან მოიხსნა, თუმცა საბოლოოდ მეტოქედ არმან ცარუკიანი მიიღო, და ახალ ზელანდიელი მებრძოლი კმაყოფილია, რომ ოქტაგონს რუსთან გაიზიარებს და არა ამერიკელთან.

„ჯასტინ გეიჯი არ არის ის ბიჭი. ის ვერ მიმიყვანს ჩემპიონამდე. ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა – თავის ტკივილის გარანტიაა. არმან ცარუკიანი – ტიტულისკენ მიმავალი გზაა. ეს არის გზა, რომ გახდე ჩემპიონი. ეს არის გზა, რომ გახდე საუკეთესო მებრძოლი“,

– განუცხადა ჰუკერმა Sky Sports New Zealand-ს.

ახალ ზელანდიელი მსუბუქწონოსანი მოუთმენლად ელის ბრძოლას, რომელშიც მთელი ზეწოლა მის მეტოქეზე იქნება, რადგან მახაჩევთან წონის ვერჩაბარების შემდეგ, არმანი ოქტაგონზე პირველად გავა.

„ეს ბრძოლა მაღელვებს, რადგან ყველა ფიქრობს, რომ ის ჩემზე ბევრად უკეთესია. სწორედ ამიტომ ვარ ასე აღფრთოვანებული ამ დაპირისპირებით. ჩემი მხრიდან ნებისმიერი წარმატებული ქმედება – და ის დაცინვის ობიექტი გახდება, რადგან ყველა ამბობდა, რომ ის სუპერათლეტია, ტიტულის პრეტენდენტია, რომ მან ილია თოფურია უნდა დაამარცხოს, რომ მისგან ჩემპიონს მალავენ.

ეს მისი ისტორიაა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ის აგებს დენ ჰუკერთან, ბიჭთან ახალი ზელანდიიდან, რომლის ბრძოლების მესამედი წაგებაა. ვფიქრობ, სწორედ მას აქვს ამ ბრძოლაში დასამტკიცებელი, და ეს მებრძოლისთვის მძიმე მდგომარეობაა“,

– დაამატა ჰუკერმა.

ჰუკერისა და ცარუკიანის ბრძოლა 22 ნოემბერს კატარის დედაქალაქ დოჰაში, UFC Fight Night 264-ზე გაიმართება და ქარდის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები