ქოჩორაშვილს სათამაშო დრო არ მიეცა | სპორტინგმა მოიგო და პორტუს დაეწია
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში „სპორტინგი“ „ალვერკას“ დაუპირისპირდა. გიორგი ქოჩორაშვილის გუნდმა საკუთარ კედლებში იასპარეზა, უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდა და დაგეგმილი სამი ქულა აიღო - 2:0.
„ლომებს“ პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მეტოქის კარი ვერ აიღეს და შესვენებაზე ანგარიში თანაბარი იყო - 0:0. მეორე ტაიმში ლუის სუარესმა გაიტანა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. 68-ე წუთზე „სპორტინგი“ ფოტის იოანიდისმა დააწინაურა.
74-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა და თავი პედრო გონსალვეშმა გამოიჩინა. ქოჩორაშვილს სათამაშო დრო არ მისცემია. ძირითად შემადგენლობაში ჟოაუ სიმოესმა დაიწყო, ხოლო 79-ე წუთზე მოედანზე ჰიდემასა მორიტა შევიდა.
ამრიგად, გამართლდა ის, რაც პორტუგალიურ პრესაში იწერებოდა და რუი ბორჟესისთვის „ქოჩო“ მესამე ვარიანტია. რაც შეეხება „სპორტინგს“, „ლომებმა“ პირველ ადგილზე გადაინაცვლეს და 25 ქულა აქვთ. ლისაბონელები მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, „იუვენტუსთან“ გამართავენ.