Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მსგავსად - თასისთვისაც იბერია და დილა იბრძოლებენ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო თასის გათამაშებაში ორივე ფინალისტი ცნობილია. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ საკუთარ სტადიონზე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა, მეტოქე პრობლემების გარეშე, 5:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ანგარიში მე-9 წუთზე თორნიკე ახვლედიანმა გახსნა, ხოლო 54-ე წუთზე ნიკოლოზ დადიანმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ამის შემდეგ ცვლილებაზე შესული ამირან ძაგანიას დრო დადგა, რომელმაც რვაწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა. 89-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ პრესტიჟის გოლი გაიტანა და ყოფილი გუნდის კარში გატანილი ბურთი არ აღნიშნა, სტატუს-კვო კი ლუკა სილაგაძემ აღადგინა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, თასის ფინალში „იბერიას“ მეტოქე გორის „დილა“ იქნება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 62-62 ქულით სწორედ ეს გუნდები ლიდერობენ.