„უმარის მერაბთან მარცხის შემდეგ ხაბიბი ალბათ განრისხებული იყო“ | მარიო ბაუტისტა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი მარიო ბაუტისტა ტიმ უელჩის პოდკასტის სტუმარი იყო. ბაუტისტამ უმარ ნურმაგომედოვთან გამართულ ორთაბრძოლაზე ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.
„უმარის მიერ მერაბ დვალიშვილთან წაგებული ჩხუბის შემდეგ, ხაბიბი სავარაუდოდ განრისხებული იყო და თავის ბიძაშვილს აიძულა, ძალიან ბევრი ევარჯიშა. სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა, რომ ხაბიბი მას ზედმეტად ავარჯიშებდა და ამას ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენებდი.
იმედი მქონდა, რომ ხაბიბი უმარს მიწასთან გაასწორებდა და ის მოსამზადებელი ბანაკის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეუძლოდ გახდებოდა. თუმცა, უმარი ჩემ წინააღმდეგ კარგად გამოიყურებოდა და საკმაოდ ძლიერი იყო.“
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა ბაუტისტა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ უმარმა საჩემპიონო ორთაბრძოლის მიღების სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ეს ვერ მოხდება, მზად არის ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტის სტატუსისთვის იბრძოლოს.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                        