„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება შემდეგი“ - ილიას მწვრთნელი პიმბლეტსა და გეიჯიზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას კრივის მწვრთნელმა, ხავი კლიმენტმა პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მატადორის“ გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მათ შორის გამარჯვებული და შესაბამისად, ილიას მომდევნო მეტოქე.
რას ამბობს კლიმენტი:
„საერთოდ არ გვაინტერესებს, ვინ იქნება ამ ბრძოლის გამარჯვებული. ჩვენ პირველები ვართ, ისინი კი არიან ისინი, ვისაც ილიასთან ბრძოლა სურთ, ამიტომ ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი. საფრთხე ჩვენ ვართ და ნებისმიერისთვის სათანადოდ მოვემზადებით.“
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ოჯახური პრობლემების გამო რამდენიმეთვიანი პაუზია აიღო, რის გამოც UFC მის ქამარს გაათამაშებს და დროებით ჩემპიონს ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლაში გამოავლენს. მათ შორის გამარჯვებულს კი ილია თოფურია დაუპირისპირდება.