ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ისლამთან შანსი არ აქვს“ | ცნობილი პრომოუტერი თოფურიაზე

ცნობილი რუსი პრომოუტერი, კამილ გაჯიევი ქართველ მებრძოლებზე საუბარს აგრძელებს. მერაბ დვალიშვილის შემდეგ გაჯიევმა ილია თოფურიაზეც ილაპარაკა და „ელ მატადორისა“ და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„პირადად მე ვთვლი, რომ თოფურია ისლამს ვერ მოუგებს. დიახ, ილია კარგი მებრძოლია, მშვენიერი დარტყმა აქვს და ჭიდაობაც იცის, თუმცა გაბარიტებში მახაჩევს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. არმან ცარუკიანსაც კი არ ჰყოფნიდა გაბარიტები, არადა ის თოფურიაზე ბევრად დიდია.

მსუბუქ წონით დივიზიონში ისლამი ძალიან დიდი მებრძოლი იყო. წარმოიდგინეთ, ილიამ ქვესაშუალო წონაში ასვლა რომ მოისურვოს და იქ 88-კილოგრამიანი მახაჩევი დახვდეს — მას შანსი არ ექნება. თუმცა ამ ორთაბრძოლას სიამოვნებით ვნახავდი.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიას ოჯახური პრობლემების გამო დროებითი პაუზა აქვს აღებული. ილიას არყოფნაში პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძვიან, ხოლო გამარჯვებული სწორედ „ელ მატადორს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ექნება“ - პიმბლეტმა თოფურია გაამხნევა
„იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ექნება“ - პიმბლეტმა თოფურია გაამხნევა