2022 წელს კვარას ტრანსფერზე ვმუშაობდით | ფურნიე ხვიჩას თვისებებმა მოხიბლა
ჟულიენ ფურნიემ, რომელიც 2019-22 წლებში „ნიცას’’ სპორტული დირექტორი იყო, L'Équipe-სთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის შემდეგ ხვიჩასა და „რუბინის’’ გზები გაიყო. იმ პერიოდში ქართველი ფეხბურთელით „ნიცა’’ დაინტერესდა.
„გონიერ მოთამაშეებს ვეძებდით, ვისაც ფეხბურთი კარგად ესმოდა, ერთი-ერთზე თამაში მოსწონდა, სარისკო გადაწყვეტილებებს იღებდა. ასეთი მოთამაშეები ზოგჯერ ოდნავ არასტაბილურები არიან. ასევე ძალიან დაგვამახსოვრდა კიდევ ერთი ფაქტი, მას ჰქონდა უნარი გამორჩეული თამაშების ზედიზედ ჩატარების, რაც შემდგომში კარიერის განმავლობაში ნამდვილად დადასტურდა.
მის აგენტთან ბევრი ვისაუბრე და მგონია რომ კვარაცხელია ვიდეოზარითაც ვნახე. ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენ მართლაც, ძალიან ყურადღებით ვიკვლევდით. გაგვიმართლა, რომ მისი ნაკრების მწვრთნელი ფრანგი იყო, ეს გვაძლევდა საშუალებას უკეთ მიგვეღო ინფორმაცია გარემოცვისა და ფეხბურთელის პიროვნული თვისებების შესახებ''.
წყაროს ცნობით, ტრანსფერის განხორციელება გაცილებით რთული აღმოჩნდა. კლუბს ადმინისტრაციული პრობლემები ჰქონდა, ხოლო მისი აგენტი (მამუკა ჯუღელი), რომელიც ფრანგული ფეხბურთის ფედერაციაში (FFF) რეგისტრირებული არ იყო, რაც საფრანგეთში ტრანსფერის დასასრულებლად აუცილებელი პირობაა. მოთამაშის „ნიცაში'' გადასვლის სანაცვლოდ საშუალოზე ბევრად უფრო მაღალ საკომისიოს მოითხოვდა.
ამ თემაზე ვილი სანიოლმა მიმდინარე წლი სექტემბერში ისაუბრა: „სამი წლის წინ თავს უფლება მივეცი ხვიჩას შესახებ ფრანგულ კლუბებთან მესაუბრა, არ დამცინეს, თუმცა არც სერიოზულად მიიღეს. გამონაკლისი მხოლოდ „ნიცა’’ იყო, ჟულიენ ფურნიე („ნიცას’’ სპორტული დირექტორი 2019-22 წლებში) ფეხბურთელს და მის აგენტს ესაუბრა. სამწუხაროდ, „ნაპოლიმ’’ უფრო სწრად იმოქმედა, მაგრამ ჟულიენი ერთადერთი იყო, რომელსაც ყნოსვა ან თვალი ჰქონდა. ან შესაძლოა დელიკატურობა გამოიჩინა და მომისმინა’’.
შეგახსენებთ, 2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან'' კონტრაქტი გაწყვიტა და მცირე ხნით ბათუმის „დინამოში'' ითამაშა. 2022 წლის ზაფხულში „ნაპოლის'' ფეხბურთელი გახდა, პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.