ჯონ ტერი
Aa
Aa

„ტოტენჰემი და მასშტაბური კლუბი ვის გაუგია“ - ტერიმ ო'ჰარას უპასუხა

„ტოტენჰემსა“ და „ჩელსის“ შორის გასამართ ლონდონურ დერბის ინტერესი და ინტრიგა არასოდეს აკლდა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს. კლუბებს შორის ისედაც მტრული დამოკიდებულება და პრინციპული მეტოქება „დეზებისა“ და „არისტოკრატების“ ვეტერანი მოთამაშეების სიტყვიერმა დუელმა კიდევ უფრო გაამწვავა. ყველაფერი ჯეიმი ო'ჰარას სკანდალური განცხადებით დაიწყო, რაც ჯონ ტერიმ უპასუხოდ არ დატოვა.

ჯეიმი ო'ჰარა

რას წარმოადგენს „ჩელსი“? ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დიდი კლუბი რომან აბრამოვიჩის ფინანსების დახმარებით გახდა. ისინი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ჩვენთან შეხვედრას ანიჭებენ. რატომ? იმიტომ, რომ “ტოტენჰემი” ლონდონის ყველაზე დიდი გუნდია. მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მიღწევებით საერთაშორისო არენასა და პრემიერლიგაში “არსენალი” გვჯობნის, რაც შეეხება “ჩელსის”, ამ გუნდის ისტორია და ტიტულები აბრამოვიჩით იწყება და მთავრდება.

ჯონ ტერი

სიტყვები “ტოტენჰემი და მსოფლიო მასშტაბი ერთ წინადადებაში პირველად მოვისმინე. ერთხელ “დეზებმა” თავის საკლუბო მუზეუმის დათვალიერება შემომთავაზეს, სადაც 17:29 წუთზე შევედი და უკან 17:30 წუთზე გამოვედი. აი ასეთი მდიდარი ისტორია აქვს გუნდს.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ არსებობის ისტორიაში ექვსჯერ პრემიერლიგა, რვაჯერ ასოციაციის თასი, ხუთჯერ ლიგის თასი, ოთხჯერ ქვეყნის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპა ლიგა, ორჯერ თასების მფლობელთა თასი, ორჯერ უეფას სუპერთასი და ერთხელ კონფერენს ლიგა აქვს მოგებული. რაც შეეხება „ტოტენჰემს“, „ჰოთსპურმა“ ორჯერ პრემიერლიგა, რვაჯერ ასოციაციის თასი, ოთხჯერ ლიგის თასი, შვიდჯერ ქვეყნის სუპერთასი, სამჯერ ევროპა ლიგა და ერთხელ თასების მფლობელთა თასი მოიგო. „ტოტენჰემი“ - „ჩელსის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არეულობა სპალეტის დანიშვნამდე - რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა
არეულობა სპალეტის დანიშვნამდე - რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა