“მომწონს, როცა პენალტს იტანენ“ - ალონსო ვალენსიასთან მატჩის შემდეგ
ლა ლიგის მიმდინარე ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ კედლებში ვალენსია გაანადგურა. სამეფო კლუბის მხრიდან გოლები მბაპემ(2), ბელინგემმა და ალვარო კარერასმა გაიტანეს.
გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ვინისიუს ჟუნიორს, თუმცა მან პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა.
ამასთან დაკავშირებით, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჩაბი ალონსოს ჰკითხეს მოსწონს, თუ არა, როცა ფეხბურთელები თავად წყვეტენ ვინ დაარტყამს თერთმეტმეტრიანს, რაზეც ესპანელმა უპასუხა:
„მე მომწონს, როცა პენალტს იტანენ.“
ამით ალონსომ მიანიშნა, რომ დიდად კმაყოფილი არ დარჩა იმ ფაქტით, რომ პენალტი ვინისიუსმა შეასრულა. სხვა მხრივ, ჩაბიმ ბრაზილიელი მაინც შეაქო:
„კილიან მბაპე ჩვენი პირველი პენალტების შემსრულებელია, მაგრამ მოედანზე გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს. ვინისიუსმა მართლაც გამორჩეულად ითამაშა.“
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბი მორიგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილის ლივერპულის წინააღმდეგ, ენფილდზე გამართავს.