“ძალიან მტკივა“ - დემბელემ შესაძლოა ბაიერნთან მატჩი გამოტოვოს
ნიცას დამარცხების შემდეგ, პარი სენ ჟერმენმა მზადება ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის დაიწყო. ლუის ენრიკეს გუნდი მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.
როგორც მოგეხსენებათ, უსმან დემბელე სერიოზული ტრავმისგან სულ ცოტა ხნის წინ განიკურნა და ოპტიმალურ ფორმაში ჯერ ვერ ჩადგა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა უსმანმა რეკორდმაისტერთან მატჩი გამოტოვოს. სპორტულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული ჰაკიმისთან საუბრისას მარჯვენა ბარძაყის ტკივილზე მიუთითებს და ამბობს: „ძალიან მტკივა.“
« J’ai mal à l’ischio » ????
— L1+ (@ligue1plus) November 1, 2025
Nouvelle blessure pour Ousmane Dembélé lors du match contre Nice ? ????#PSGOGCN pic.twitter.com/Xy6s8jx4WD
ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით, კლუბს და ლუის ენრიკეს არაფერი განუცხადებიათ.
ცნობისთვის, 21 ოქტომბერს მოედანზე დაბრუნების შემდეგ, დემბელემ ჯამში მხოლოდ 130 წუთი ითამაშა. 27 წუთი ლევერკუზენის წინააღმდეგ, ბრესტთან 23, ლორიენთან 62 და ნიცასთან 18 წუთი.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნისა და პარი სენ ჟერმენის დაპირისპირება 4 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.