კარგად არ უთამაშია, მაგრამ მომავალში მაგრად დაგვეხმარება | მარსელინო მიქაუტაძეზე
ლა ლიგის მე-11 ტურში „ვილიარეალმა’’ შინ „რაიო ვალეკანოს’’ 4:0 მოუგო. მარსელინომ მიქუტაძე სასტარტო 11-ეულში ათამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ, 1:0-ზე შეცვალა (იხილეთ).
მატჩის შემდეგ „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ მთავარ მწვრთნელს ქართველ ფორვარდზე ჰკითხეს.
მარსელინო: „მიქაუტაძის შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. ფორვარდად თამაში ყველაზე რთულია, ყოველთვის წნეხში ხარ, შენს პირისპირ ძლიერი მცველები დგანან. ეს პროცესია. მას ძალიან კარგი თვისებები აქვს. „რაიო ვალეკანოსთან’’ კარგი მატჩი არ ჰქონდა, მაგრამ ეს პრობლემა არაა.
გუნდი ყოველთვის ერთ მოთამაშეზე წინ დგას. „ვილიარეალში’’ რომ ითამაშო, პერფორმანსი უნდა აჩვენო, წვლილი უნდა შეიტანო, ეს ყველა ფეხბურთელს ეხება. ჩემი ხედვით, ეს ნორმალურია. მიქაუტაძე გადამწყვეტი რამდენიმე მატჩში იყო. მას კარგი მიდგომა, კარგი დამოკიდებულება აქვს, ძალიან კარგი ბიჭია. დარწმუნებული ვარ, მომავალში მაგრად დაგვეხმარება’’.
ამ მომენტში „რეალი’’ 30 ქულით პირველზეა, „ვილიარეალი’’ 23 ქულით მეორეზე, „ბარსელონას’’ 1 ქულით უსწრებს, თუმცა თუ დღეს „ბარსა’’ „ელჩეს’’ მოუგებს, მარსელინოს გუნდი მესამე ადგილზე აღმოჩნდება.
25 წლის ქართველმა ფორვარდმა ლა ლიგის სეზონში შვიდ მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. „ოსასუნას’’ და მადრიდის „რეალს’’ შეუგდო, ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს’’ გაუტანა.
ჟორჟის უცნაური საგოლე პასი - ვილიარეალმა რაიო ვალეკანო გაანადგურა