გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ჟორჟის უცნაური საგოლე პასი - ვილიარეალმა რაიო ვალეკანო გაანადგურა

ლა ლიგის მე-11 ტურში „ვილიარეალმა“ „ლა სერამიკაზე“ „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და მარტივად 4:0 გაანადგურა.

ორივე გუნდს შუა კვირაში ევროტურნირებზე მნიშვნელოვანი მატჩები აქვთ გასამართი და შეხვედრა დაბალ ტემპში, ფრთხილად წარიმართა, რაც გასაგები იყო.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა. ბევრს მოძრაობდა აქტიურობდა, მაგრამ გუნდელებისგან მწვავე პასი არ მიუღია. საბოლოოდ კი ჟორჟმა 22-ე წუთზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მომენტი საკმაოდ უცნაური იყო, რადგან ქართველ ცხრიანს ბურთი მარცხნივ მოჰქონდა, მცველმა ბურთზე ფეხი მიურტყა, რიკოშეტის შედეგად ბურთი ხერარდ მორენომდე მაინც მიქაუტაძის ფეხიდან მივიდა, ესპანელმა ფორვარდმა კი მომენტი უმაღლეს დონეზე დააგვირგვინა.

მიქაუტაძე შესვენებაზე შეცვალეს. მარსელინო გარსიამ ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა და როტაციას მიმართა, რაც ჩემპიონთა ლიგის წინ გასაგებიც არის.

მეორე ნახევარში „ვილიარეალმა“ მეტოქე კლასის ხარჯზე დაჯაბნა. გოლები მოლეირომ, კომესანიამ და აიოზე პერესმა გაიტანეს. საბოლოოდ, გუნდმა მარტივი და საჭირო 3 ქულა მოიპოვა.

ვალენსიური კლუბი სატურნირო ცხრილში 11 ტურის შემდეგ 23 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა „ბარსელონას“ თამაშით ნაკლები აქვს გამართული და 22 ქულით უახლოესი მდევარია, რომელიც სავარაუდოდ ამ ტურში მეორე პოზიციას დაიბრუნებს. „ყვითელი წყალქვეშა“ ნავი კი მე-3 პოზიციას გაიმყარებს.

მიქაუტაძის გუნდს 5 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე კვიპროსში „პაფოსთან“ აუცილებლად მოსაგები შეხვედრა ელოდება. 9 ნოემბერს კი ბარსელონაში „ესპანიოლთან“ დაპირისპირება ელით.

მსგავსი სიახლეები