ნიურნბერგმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა - ლოჩოშვილი მომდევნო მატჩს გამოტოვებს
ზედიზედ ორი ფრის შემდეგ, „ნიურნბერგმა“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში უშუალო კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მიროსლავ კლოზეს მომზადებულმა ბავარიულმა კლუბმა საკუთარ სტადიონზე „ბრაუნშვაიგს“ 2:1 მოუგო, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი ტრადიციულად სასტარტოში იყო. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად იასპარეზა, თუმცა 89-ე წუთზე მიმდინარე სეზონში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც დისკვალიფიკაციის გამო მომდევნო ტურს გამოტოვებს.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს - მეცხრამეტე წუთზე მასპინძლები მოჰამედ ალი ზომამ დააწინაურა, 33-ეზე კი ფინ ოლე ბეკერმა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მართალია სტუმრებმა პირველივე ტაიმშივე კევინ ეჰლერსის ზუსტი დარტყმით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს.
მომდევნო ტურში „ნიურნბერგი“ სტუმრად „დრეზდენს“ როგორც უკვე მოგახსენეთ, ლუკა ლოჩოშვილის გარეშე დაუპირისპირდება - შეხვედრა 7 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 წუთზე დაიწყება.