ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

25-ე გოლი და გამარჯვება - ყაზაიშვილის შედეგიანი თამაში გრძელდება

ჩინეთის სუპერლიგაში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს ვაკო ყაზაიშვილი, რომლის „შანდუნ ტაიშანმა“ 29-ე ტურში „ტიანჯინ ჯიმენს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 25-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გალიდერდა. ვაკოს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მეორე ტაიმში პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

საბოლოოდ „შანდუნ ტაიშანმა“ 2:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.

ამ მომენტისთვის ვაკოს ანგარიშზე 29 შეხვედრაში 25 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მომდევნო ტურში ყაზაიშვილი თავის ყოფილ გუნდს „ვუჰანს“ დაუპირისპირდება. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მატჩს დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები