ლივერპული, ასტონ ვილა, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას კარგი მატჩი და პირველი გამარჯვება პრემიერ ლიგაში

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპულმა ასტონ ვილას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც პრემიერ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ასტონ ვილამ თამაში კარგად დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. გიორგის საქმეში ჩართვა ორჯერ გახდა საჭირო.

პირველად ეს ნეტი ქეშის დარტყმის დროს მოხდა, როცა ბურთი მამარდას კარისკენ რიკოშეტის შედეგად წავიდა და ეფექტური ნახტომით მოიგერია. მეორე შემთხვევაში როჯერსის შორეული დარტყმა გააუვნებელყო.

ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მოჰამედ სალაჰმა გახსნა. ფარაონმა ემილიანო მარტინესის შეცდომით ისარგებლა და მერსისაიდელებმა 1:0 მოიგეს.

მეორე ნახევარში მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონდა. მის კარში მხოლოდ ერთი დარტყმა წავიდა, რომელიც მარტივად დაიჭირა. მეორე გოლი 58-ე წუთზე გრავენბერხმა გაიტანა.

ცნობისთვის, ლივერპულმა პრემიერ ლიგაში 4-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და მომენტისთვის, 18 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

არნე სლოტის გუნდი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუმ უგოლო სერია დაასრულა | ჰაიდენჰაიმმა აინტრახტს ქულები დააკარგვინა
ბუდუმ უგოლო სერია დაასრულა | ჰაიდენჰაიმმა აინტრახტს ქულები დააკარგვინა