კვარას საგოლე პასი - პსჟ-მ ნიცას ბოლო წუთზე მოუგო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ნიცას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც გონსალუ რამუშს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. კვარა გამორჩეულად აქტიური იყო და მუდამ გამწვავებაზე თამაშობდა. თანაგუნდელებს არაერთი მომენტი შეუქმნა. დრიბლინგიც არაერთხელ სცადა და მწვავე ჩაწოდებებით გვანებივრებდა.
მთელი მატჩის განმავლობაში პარიზელები აქტიურობდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, თუმცა გოლი არ გადიოდა.
ლუის ენრიკემ მეორე ტაიმში ყველა შემტევი შეცვალა, გარდა ხვიჩა კვარაცხელიასი, რამაც შედეგი გამოიღო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კუთხურის დროს, ქართველმა ფეხბურთელმა თავით გონსალუ რამუშს საგოლე პასი გაუკეთა და პარი სენ ჟერმენმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკეს გუნდს შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ელის.
კვარას მომენტები VS ნიცა