მეცი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

„ძალიან ბედნიერი ვარ. მნიშვნელოვანი გოლი იყო“ - გიორგი აბუაშვილი

„მეცის“ ქართველმა შემტევმა, გიორგი აბუაშვილმა ფრანუგლი კლუბის მაისურით გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ მცირე კომენტარი ლიგა 1-ის მიკროფონთან გააკეთა და გოლისგან გამოწვეული ემოციები ვერ დამალა.

რა თქვა აბუაშვილმა:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში რთულ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება შევძელით. ძალიან ბედნიერები ვართ. ბევრი ვიშრომეთ და შედეგიც სახეზეა.“

„ჩემი გოლით ძალიან გახარებული ვარ. როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო. გუშინ ჩემი ბიძაშვილი გარდაიცვალა და ეს გოლი მას ეძღვნება. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე.“

„ეს ყველაფერი დიდი შრომის დამსახურებაა. ასე უნდა გავაგრძელოთ და თამაშები კიდევ მოვიგოთ.“

ცნობისთვის, გიორგი აბუაშვილი მატჩში 78-ე წუთიდან ჩაერთო და თავის გამოჩენა სულ რაღაც 4 წუთში შეძლო. მისმა გუნდმა ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-17 პოზიციაზე აღზევდა. „მეცს“ მომდევნო მატჩი 9 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ნიცას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებაზე შესვლიდან ოთხ წუთში - აბუაშვილის სადებიუტო გოლი
ცვლილებაზე შესვლიდან ოთხ წუთში - აბუაშვილის სადებიუტო გოლი