ბითაძის 15 ქულა - ორლანდომ ვაშინგტონი გაანადგურა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდო მეჯიქი ვაშინგტონს ესტუმრა და მარტივად 125:94 დაამარცხა.
კარგი მატჩი ჰქონდა გოგა ბითაძეს, რომელმაც გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი და 58 წამი დაყო. გოგამ არასრულ 20 წუთში 15 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.
მატჩის მიმდინარეობისას ბითაძემ 2-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და ერთი გამოუვიდა. 2-ქულიანების მაჩვენებელი კი 100% ჰქონდა. 6-დან 6.
6 მოხსნიდან 5 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო ერთი მეტოქის. აღსანიშნავია, რომ გოგას პერსონალური ფოლი არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, ორლანდო ატლანტას ესტუმრება.