„კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ | მამარდაშვილის კომენტარი
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „ასტონ ვილა“ 2:0 დაამარცხა. ქართველმა მეკარემ „წითლების“ მაისურით კარი მშრალად პირველად შეინახა და შეხვედრის შემდეგ საკუთარ თამაშზე ისაუბრა.
„მატჩის შედეგით ბედნიერი ვარ. ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზედიზედ ოთხი შეხვედრა გვქონდა წაგებული და აუცილებლად უნდა მოგვეგო. წინ მნიშვნელოვანი კვირა გველოდება და ეს გამარჯვება საჭირო იყო. ასე უნდა გავაგრძელოთ.
კარის მშრალად შენახვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველამ იცის, რომ პრემიერ ლიგაში მარტივი შეხვედრები არ არსებობს და იოლი არაა, ალისონის შემდეგ ლივერპულის კარში იდგე. ასე უნდა გავაგრძელო — თავდაუზოგავად ვმუშაობ და არ გავჩერდები.
ყოველდღიურად მაქსიმუმს ვაკეთებ, რათა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო და გუნდს დავეხმარო. რეალთან მატჩი? რეალის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ბლანკოსის ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ. დიდ გრანდს ვხვდებით — ვნახოთ, რა მოხდება.“
ცნობისთვის, „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს — მერსისაიდელები 4 ნოემბერს „რეალს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:59-ზე დაიწყება.