ისევ ონილი თუ ტენ ჰაგი? - ვულვზი მწვრთნელს ეძებს
„ვულვზი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. ინგლისური კლუბი გარი ონილის ან ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნას განიხილავს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბმა პრემიერ ლიგის მე-10 ტურში, „ფულჰემთან“ (0:3) განცდილი მარცხის შემდეგ, ვიტორ პერეირა გაათავისუფლა.
მიმდინარე სეზონში, „მგლებს“ ინგლისის ჩემპიონატში არც ერთი მოგება არ აქვთ.
The Athletic-ის ინფორმაციით, „ვულვზი“ გარი ონილთან მართავს მოლაპარაკებებს, რომელიც გუნდს 2023-2024 წლებში წვრთნიდა.
ამავდროულად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი იმ კანდიდატთა შორისაა, რომლებსაც კლუბი აქტიურად განიხილავს.
პერეირას შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამ კვირაში არ არის მოსალოდნელი. ახალი სპეციალისტის დანიშვნამდე, პირველ გუნდს 21-წლამდელთა და 19-წლამდელთა გუნდების მთავარი მწვრთნელები – ჯეიმს კოლინზი და რიჩარდ უოკერი უხელმძღვანელებენ.
სხვა შესაძლო კანდიდატებად მოიაზრებიან ასევე მაიკლ კერიკი და რობ ედვარდსი.