რეალმა მასტანტუონო გაურკვეველი დროით დაკარგა
„რეალის“ გარემარბი, ფრანკო მასტანტუონო გაურკვეველი ვადით იუქმებს.
როგორც The Athletic-ის ჟურნალისტი, მარიო კორტეგანა იტყობინება, 18 წლის ფეხბურთელი საზარდულის არეში დისკომფორტს გრძნობს და გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის მატჩს „ლივერპულის“ წინააღმდეგ, რომელიც ხვალ გაიმართება.
არგენტინელმა ფეხბურთელმა „ვალენსიასთან“ ლა ლიგის მატჩი (4:0) ძლიერი ტკივილით დაასრულა. როდის შეძლებს მარიო მოედანზე დაბრუნებას, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მასტანტუონო სამეფო გუნდის ღირსებას მიმდინარე წლის აგვისტოდან იცავს.
გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.