Sport: რეალთან და მის შემდეგაც - იამალს ტკივილები კვლავ აწუხებს
ლამინ იამალი საზარდულის ტკივილს ისევ განიცდის.
„ბარსელონას“ ათიანმა საზარდული სექტემბერში დაიზიანა, რის გამოც რამდენიმე მატჩი გამოტოვა. მოგვიანებით პრობლემა დაბრუნდა.
Diario Sport-ის ცნობით, „რეალთან“ მატჩში (1:2) ფეხბურთელმა ტკივილის გამო 100%-ით ვერ ითამაშა, რაც გავლენას ახდენს მის სიჩქარესა და გამძლეობაზე. სამწვრთნელო შტაბმა მოედანზე ლამინის როლი შეცვალა, რათა ზედმეტად არ გადატვირთულიყო.
ფეხბურთელი ასევე გადის სამედიცინო კონსულტაციებს კლუბს მიღმაც, რათა დადგინდეს, არის თუ არა ტკივილი ნორმის ფარგლებში და როგორ შეიძლება დაეხმაროს მას ოპერაცია, თუკი ის აუცილებელი იქნება. თუმცა, დღეის მდგომარეობით ოპერაცია დაგეგმილი არ არის, არ არსებობს მისი ჩატარების მტკიცე აუცილებლობა.
ფეხბურთელი აგრძელებს გუნდთან ერთად მომზადებას და მიჰყვება სავარჯიშო გეგმას. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს, თუ არა იამალი ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს „ფურია როხას“ დახმარებას. ყველაფერი „ბარსელონას“ უახლოეს მატჩებში გამოჩნდება.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        