გორის დილა, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

დილა გალიდერდა - ხვალ იბერია-დინამო ბათუმია

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXXI ტურის ცენტრალური შეხვედრა მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა და როგორც ამ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, გამარჯვებულის ვინაობა ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე შეკრებილი ადგილობრივი ქომაგების სასიხარულოდ, მათმა საყვარელმა კლუბმა „დილამ“ გაიტანა და „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა.

წინა ტურში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რის შემდეგაც „იბერია“ „დილას“ ქულებით გაუთანაბრდა, გორელებს ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვთ, რაც ქუთაისელებთან დაპირისპირების დროსაც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. გამარჯვების ბურთი 70-ე წუთზე ჟოაო არაუჟოს პასით ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გაიტანა, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი კარიერაში უდავოდ საუკეთესოა.

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXXI ტური ხვალ, „იბერია“ – „დინამო ბათუმის“ მატჩით დასრულდება და გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლიდერობას დაიბრუნებს, რადგან გორელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მსგავსად - თასისთვისაც იბერია და დილა იბრძოლებენ
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მსგავსად - თასისთვისაც იბერია და დილა იბრძოლებენ