დინამო თბილისი, მათე ვაწაძე, ნიკა ნინუა, გიორგი ხარაიშვილი, თორნიკე კვარაცხელია, ნიკოლოზ უგრეხელიძე
Aa
Aa

დინამოს შთამბეჭდავი გამარჯვება - მეშახტე თოთხმეტი ტურია ვერ იგებს

გუშინ დაწყებული Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-16 ტური დღეს წყალტუბოში „26 მაისის“ სტადიონზე დასრულდა, სადაც ტყიბულის „მეშახტემ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 1:6 დამარცხდა. ამ გამარჯვებით თემურ ქეცბაიას შეგირდებმა წინა ტურში „ტორპედოსთან“ საშინაო მარცხით გაფუჭებული ხასიათი გამოისწორეს და ქუთაისელებთან, რომლებიც გუშინ „გაგრასთან“ დამარცხდნენ, ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

სტუმართა რიგებში დუბლი კოტ დივუარელმა შემტევმა აბდულაიე იორომ შეასრულა, ბოსნიელმა ნუმან კურდიჩმა „დინამოს“ რიგებში სადებიუტო ბურთი გაიტანა, ხოლო თითო გოლი მათე ვაწაძის, ნიკოლოზ უგრეხელიძის და ირაკლი სირაძის ანგარიშზეა. კურდიჩის მსგავსად, შეეძლო თბილისის კლუბში პირველი გოლი გაეტანა თორნიკე კვარაცხელიას, თუმცა 67-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი „მეშახტეს“ კაპიტანმა და მეკარემ ლევან ტყეშელაშვილმა აუღო. გოლების ავტორების გარდა, „დინამოელთა“ რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარეს ნიკოლოზ ნინუამ და გიორგი ხარაიშვილმა - ორივე მათგანის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაა.

ცნობისათვის, „მეშახტეს“ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 12 მარტის შემდეგ არ გაუმარჯვია და ტყიბულელთა მოუგებელი სერია 14 შეხვედრამდე გაიზარდა. 16 ტურში დაგროვებული 30 ქულით სატურნირო ცხრილს „იბერია“ ლიდერობს, რომელიც მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „ტორპედოსა“ და „რუსთავს“ – 4, ხოლო მეოთხე პოზიციაზე მყოფ „დინამო თბილისს“ 5 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორპედოს წაუგებელი სერია შეწყდა | გაგრამ ქუთაისში 2:1 მოიგო
ტორპედოს წაუგებელი სერია შეწყდა | გაგრამ ქუთაისში 2:1 მოიგო