ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

უკმაყოფილება გუნდში | ზურიკოს სენტ-ეტიენი მწვრთნელს გაუშვებს?

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ „რედ სტარს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ბოლო ოთხიდან მესამე შეხვედრა დათმო და ერთ-ერთ კონკურენტთან 1:2 დამარცხდა.

„სენტ-ეტიენის“ ყოფილმა მოთამაშემ, პატრიკ გილუმ, რომელიც beIN Sports-ზე მუშაობს, „მწვანეების“ გასახდელში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, გუნდში დაძაბულობაა და რამდენიმე ფეხბურთელს საკუთარი უკმაყოფილების დამალვა უჭირს.

ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ეირიკ ჰორნელანდს, კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა ჯერ კიდევ აქვს, თუმცა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. კლუბის მესვეურები საკადრო ცვლილებებს განიხილავენ, ხოლო მომდევნო შეხვედრაზე — რომელსაც „სენტ-ეტიენი“ ლიდერ „ტრუასთან“ გამართავს — ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. წარუმატებლობის შემთხვევაში, ჰორნელანდის გათავისუფლების შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ცნობისთვის, 13 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. „მწვანეები“ ლიდერ „ტრუას“ ოთხი, ხოლო „რედ სტარს“ სამი ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულელი ვიყავი...“ - ოლივეირამ თოფურიასთან ჩხუბი გაიხსენა
„სულელი ვიყავი...“ - ოლივეირამ თოფურიასთან ჩხუბი გაიხსენა