ანდრეს ინიესტა, ლამინ იამალი
Aa
Aa

ინიესტა: იამალს ზრდისთვის სწავლა და შეცდომების დაშვება სჭირდება

„ჩვენ გვიყვარს მათ გაკრიტიკება, ვინც ყურადღების ცენტრშია“, - ამბობს ინიესტა იამალზე.

ანდრეს ინიესტამ ლამინ იამალის მისამართით არსებულ კრიტიკაზე ისაუბრა.

„ის 18 წლისაა, უნდა განაგრძოს სწავლა, გაუმჯობესება და შეცდომების დაშვება, ასე გააგრძელებს ზრდას. ჩვენ ყოველთვის გვიყვარს ყოველი წვრილმანის გამო კრიტიკა, თუ კი ადამიანი ყურადღების ცენტრშია. ვფიქრობ, ლამინის თამაშის ყურება ყოველ შაბათ-კვირას – ეს რაღაც განსაკუთრებულია.

გუნდი შთამბეჭდავია იმ თვალსაზრისით, რისი და როგორ მიღწევა სურთ, ეს გასული სეზონის გაგრძელებაა. ასეთია ფეხბურთი – როდესაც გარკვეული სახით თამაშობ, მეტოქე ეგუება ამას და ისევ გიწევს შეცვლა“,

– თქვა „ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა Movistar-თან ინტერვიუში.

„ელ კლასიკოს“ დასრულების შემდეგ იამალს დიდი კრიტიკა ხვდა წილად. 18 წლის ესპანელს კლუბი გვერდში დაუდგა და მას სრული ნდობა გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები