ნეიმარი, კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ისევ ნეიმარის გარეშე - ანჩელოტიმ ამხანაგურებისთვის შემადგენლობა დაასახელა

„სანტოსის“ შემტევი ნეიმარი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ბრაზილიის ჩემპიონატის 31 ტურში მოედანზე დაბრუნდა, ეროვნული ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა.

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ამხანაგური მატჩებისთვის „სელესაოს“ შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ისევ არ მოხვდა ნეიმარი.

მეკარეები: ბენტო, ედერსონი, უგო სოუზა
დაცვა: ალექს სანდრო, დანილო, კაიო ენრიკე, მილიტაო, ფაბრისიო ბრუნო, გაბრიელ მაგალაეში, ლუსიანო ჟუბა, მარკინიოსი, პაულო ენრიკე, უესლი
ნახევარდაცვა: ანდრეი სანტოსი, ბრუნო გიმარაეში, კაზემირო, ფაბინიო, ლუკას პაკეტა
თავდასხმა: ესტევაო, ჟოაო პედრო, ლუის ენრიკე, მათეუს კუნია, რიშარლისონი, როდრიგო გოეში, ვინისიუს ჟუნიორი, ვიტორ როკე.

ანჩელოტიმ ნეიმარის არგამოძახებასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა: „ნეიმართან არ მისაუბრია. ამ საკითხზე მაშინ ვიფიქრებ, როდესაც ის გამოჯანმრთელდება და მოედანზე დაბრუნდება“. მანამდე იტალიელ სპეციალისტს არაერთხელ უთქვამს, რომ ნეიმარისთვის ნაკრების კარი ღიაა და „როდესაც ფეხბურთელი კარგ ფორმაში იქნება, ის აუცილებლად დაბრუნდება ნაკრებში“.

ცნობისთვის, ნეიმარმა ბოლოს ნაკრების მაისური 2023 წლის ოქტომბერში მოირგო, როდესაც ურუგვაისთან მატჩში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც 12 თვე გაუცდა. ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები მიმდინარე წლის მაისში ჩაიბარა, თუმცა ნეიმარი არც ერთ შეკრებაზე არ გამოუძახებია.

აქვე გეტყვით, რომ „პენტაკამპეონები“ 15 ნოემბერს ლონდონში სენეგალს, ხოლო 18 ნოემბერს ლილში ტუნისს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას შემდეგ მისი დანახვაც არ სურდა“ - ანჩელოტი-გატუზოს კონფლიქტის დეტალები
„მას შემდეგ მისი დანახვაც არ სურდა“ - ანჩელოტი-გატუზოს კონფლიქტის დეტალები