კარლო ანჩელოტი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„ვინისიუსს ვესაუბრე, მან შეცდომა დაუშვა“ - ანჩელოტი კლასიკოს ინციდენტზე

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჟუნიორთან „ელ კლასიკოში“ შეცვლის დროს მისი რეაქცია განიხილა და შენიშვნა მისცა.

„მე და ვინისიუსს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. როცა რამე ხდება, ერთმანეთს მოვლენების შესახებ ვაცნობებთ. ინციდენტი ვინისიუსთან განვიხილე, მისი რეაქცია... ვუთხარი მას, რასაც ვფიქრობდი: მან შეცდომა დაუშვა. ბოდიში მოიხადა და ეს საკითხი დახურულია.

ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას პრობლემები არ აქვს არც ნაკრებში, არც კლუბში თავის მწვრთნელთან. მისი პირადი ცხოვრება? მე მისი მამა ან ძმა არ ვარ. მე მხოლოდ მისი მწვრთნელობა მინდა.

მისი პირადი ცხოვრება – ეს მისი პირადი საქმეა“,

– განაცხადა ანჩელოტიმ As-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, „რეალის“ ბრაზილიელმა გარემარბმა არსებული ინციდენტის გამო უკვე ყველას მოუბოდიშა, მათ შორის ჩაბი ალონსოს პირადად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები