ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი, კენან ილდიზი
Aa
Aa

„ტექნიკით კვარას და დი ნატალეს მაგონებს“ - სპალეტი კენან ილდიზზე

„იუვენტუსის“ მთვარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „ბებერი ქალბატონის“ თურქ შემტევზე, კენან ილდიზზე ისაუბრა და ის ხვიჩა კვარაცხელიას და ანტონიო დი ნატალეს შეადარა.

რა თქვა სპალეტიმ:

„ილდიზს ვკითხე, სად ურჩევნია თამაში. მას მარცხენა ფლანგიდან დაწყება და ცენტრისკენ შესვლა სურს, რაც სრულიად მაკმაყოფილებს. მისი საუკეთესო პოზიცია მეორე ფორვარდი ან გარემარბია.

პრობლემები მაშინ შეიძლება შეიქმნას, როდესაც ილდიზისგან 100 მეტრის გავლას და დაცვაში დაბრუნებას ითხოვენ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ტექნიკური უნარებით ის კვარას და დი ნატალეს მაგონებს. ასეთი ფეხბურთელები არა მხოლოდ თამაშებზე, არამედ ვარჯიშებზეც ბრწყინავენ. ადრე გულშემატკივრები ხედავდნენ მხოლოდ 1 პროცენტს იმისა, რასაც ფეხბურთელები კვირის განმავლობაში აკეთებდნენ, მაგრამ ახლა, სოციალური ქსელების ეპოქაში ძალიან ბევრი ვიდეო ვრცელდება“.

შეგახსენებთ, რომ სპალეტიმ, რომელსაც 2021-2023 წლებში „ნაპოლიში“ უმუშავია, „ბიანკონერი“ 30 ოქტომბერს ჩაიბარა. მისი დებიუტი რამდენიმე დღის წინ „კრემონეზესთან“ გასვლით მატჩში შედგა, რომელიც „იუვენტუსმა“ 2:1 მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ დღეს „ბებერი ქალბატონი“ ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ მოედანზე გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოტმაც დაადასტურა - რეალთან და სიტისთან მამარდაშვილი იქნება
სლოტმაც დაადასტურა - რეალთან და სიტისთან მამარდაშვილი იქნება