გიორგი ტაბატაძე
Aa
Aa

მწვრთნელმა დაიცვა | ტაბატაძის ბრწყინვალე გოლი და წითელი ბარათი

დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში „სენდერიუსკემ’’ შინ „ვეილე’’ 2:1 დაამარცხა. ანგარიში ქართველმა „ვინგბექმა’’ გიორგი ტაბატაძემ 25-ე წუთზე გახსნა, მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში ძლიერად და ზუსტად დაარტყა, მეკარე რეაგირებაც ვერ მოასწრო, უშანსოდ დატოვა.

32-წუთიან მონაკვეთში ტაბატაძემ გოლის გატანის გარდა ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ორივე შემთხვევაში გამოჩნდა, რომ დაცვითი ფუნქციების შესრულების მხრივ უნდა მოუმატოს. შეტევაში ძალიან კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე ბალანსი აკლია. ბოლო ორ ტურში საგოლე მოქმედება ჰქონდა, მაგრამ დაცვითი მოქმედებისას უხეში შეცდომები დაუშვა. პერსპექტიული ფეხბურთელია და პროგრესის შემთხვევაში ეროვნული ნაკრების კონკურენციაში შესვლა შეუძლია.

ტაბატაძის ბარათები და გოლი

მატჩის შემდეგ „ვეილეს'' მთავარმა მწვრთნელმა ივან პრელეცმა ტაბატაძის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, პირველ ეპიზოდში მსაჯს ტაბატაძისთვის ყვითელი ბარათი არ უნდა მიეცა.

„თამაში მხოლოდ 4 წუთის დაწყებულია, ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშე ბურთის უკანაა და ეს ამ მატჩში პირველი ჯარიმა იყო. ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში, სადაც წინასწარ იცით, რომ ფიზიკური ბრძოლა და ბევრი ორთაბრძოლა იქნება, ასეთი რამისთვის ყვითელი ბარათის მიცემა ზედმეტია, მაგრამ კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ტაბატაძე ახალგაზრდა ბიჭია, მაინც უნდა ყოფილიყო იმდენად ჭკვიანი, რომ არ შესულიყო ისეთ ორთაბრძოლაში, რამაც მეორე ყვითელი ბარათი გამოიწვია''.

გიორგი ტაბატაძე საგოლე მოქმედება ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა, „სილკებორგთან'' ბრწყინვალე გარღვევა ჰქონდა და თანაგუნდელს გაატანინა (ვრცლად).

გიორგის ბოლო პერიოდი რომ შევაფასოთ, კარიერაში წარმატებული პერიოდი აქვს, კარიერა ევროპულ ჩემპიონატში გააგრძელა და ამასთან ერთად საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში რეგულარულად იწვევენ. ოქტომბერში, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტას ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებაზე შესვლიდან ოთხ წუთში - აბუაშვილის სადებიუტო გოლი
ცვლილებაზე შესვლიდან ოთხ წუთში - აბუაშვილის სადებიუტო გოლი