გიორგი ტაბატაძე
Aa
Aa

ბრწყინვალე გარღვევა და საგოლე პასი | ტაბატაძის პირველი საგოლე მოქმედება დანიაში

დანიის სუპერლიგაში გიორგი ტაბატაძემ პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა. „ვეილე’’ შინ „სილკებორგთან’’ 1:2 დამარცხდა. ანგარიში „ვეილემ’’ გახსნა, ტაბატაძემ შეტევა თავად დაიწყო, კარგად განავითარა და მისი საგოლე პასის შემდეგ კრისტიან გამელგოლდმა გაიტანა.

 

ტაბატაძემ მარცხენა განაპირა მცველად ითამაშა. სტუმართა მეორე გოლის მომენტში „ვეილეს'' მცველები შეცდნენ. ტაბატაძე საპირისპირო ფლანგზე იყო გადასული და მის ზონაში ვერ დააზღვიეს. მეტოქის ფეხბურთელმა, რომელიც უმეთვალყურეოდ დატოვეს, თავით გაიტანა. მოკლედ, „ვეილეს'' დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა.

19 წლის ქართველი ფეხბურთელი გასულ ზაფხულში „იბერიადან’’ „ვეილეში’’ გადავიდა, დანიის სუპერლიგაში სასტარტო შემადგენლობაში პირველად „სილკებორგთან’’ ითამაშა, 75-ე წუთზე შეცვალეს. დანიის თასზე ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სასტარტო 11-ეულში იყო, 58-ე წუთზე დატოვა მინდორი. ასევე, ორ მატჩში სარეზერვო გუნდს დაეხმარა.

„ვეილესთვის'' სეზონი წარუმატებელია, 12-გუნდიან სუპერლიგაში 7 ქულით ბოლო ადგილზეა, უშუალო კონკურენტს 4 ქულით ჩამორჩება. იმედი მაქვს, გუნდი მდგომარეობას გამოასწორებს, რაშიც წვლილს ქართველი ფეხბურთელიც შეიტანს.

გიორგის კარიერაში წარმატებული პერიოდია, კარიერა ევროპულ ჩემპიონატში გააგრძელა და ამასთან ერთად საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში რეგულარულად იწვევენ. ოქტომბერში, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტას ბრწყინვალე გოლი გაუტანა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უარესიც გადაგვიტანია. უფრო ძლიერები დავბრუნდებით!“ - ქეცბაია ქვილითაიას გუნდს დაუზავდა
„უარესიც გადაგვიტანია. უფრო ძლიერები დავბრუნდებით!“ - ქეცბაია ქვილითაიას გუნდს დაუზავდა