ფიორენტინა, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

10 მატჩი მოგების გარეშე - ფიორენტინამ პიოლი დაითხოვა

„ფიორენტინამ“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სტეფანო პიოლი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„იების“ მთავარი მწვრთნელის უფლებამოსილებას დროებით 23 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი დანიელე გალოპა შეასრულებს.

60 წლის პიოლიმ „ფიორენტინა“ მიმდინარე წლის ივლისში ჩაიბარა. „იებმა“ მისი ხელმძღვანელობით სერია ა-ში 10 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს. ამჟამად „ფიორენტინა“ 4 ქულით სერია ა-ს სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-20 ადგილზეა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, პიოლის „სამპდორიას“, „ლეჩეს“ და „ემპოლის“ ყოფილი მწვრთნელი რობერტო დ’ავერსა შეცვლის. „იები“ ასევე პაოლო ვანოლის კანდიდატურაზეც მსჯელობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მესი ჩემზე უკეთესია
რონალდუ: არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მესი ჩემზე უკეთესია