ლიონელ მესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

გავლენის გამოყენებას გეგმავს - მესი ლაპორტას კონკურენტს დაუჭერს მხარს

ესპანური ABC-ის ცნობით, ლეო მესი თავისი გავლენის გამოყენებას გეგმავს და 2026 წელს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტას წინააღმდეგ დამაზიანებელ ნაბიჯებს გადადგამს.

კერძოდ, საუბარია ლაპორტას კონკურენტი კანდიდატისთვის მხარდაჭერაზე. თუ, მესი დაინახავს, რომ ოპოზიციური კანდიდატი რეალურ ძალას წარმოადგენს, რაც კლუბს სარგებელს მოუტანს, არგენტინელი მას მხარს დაუჭერს, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი მმართველობას ჩამოაშოროს.

წყარო წერს, რომ მესი ლაპორტაზე დღემდე ნაწყენია, რადგან 2021 წელს „ბარსელონადან“ მისი იძულებითი წასვლა სწორედ პრეზიდენტის კისერზეა. მიუხედავად იმისა, რომ ლეოსთვის ასეთი სიტუაცია ლა ლიგის ახალი რეგულაციების შედეგად შეიქმნა, ლაპორტამ არგენტინელი წინასაარჩევნოდ მოატყუა, როცა მისი გუნდში დარჩენის გარანტია მისცა. საბოლოოდ კი „ლა პულგას“ მხარდაჭერით არჩევნები მოიგო.

ამჯერად, მესი გეგმავს თავისი გავლენა სწორად გამოიყენოს და ლაპორტას საპირისპიროდ იმოქმედოს.

ბოლოს გეტყვით, რომ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 15 მარტიდან 15 ივნისამდე მონაკვეთშია ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები