„მისი უდიდესი შეცდომა ჩემდამი უპატივცემულობა იყო“ | დვალიშვილმა იანზე ისაუბრა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მაიკლ ბისპინგის პოდკასტის სტუმარი იყო. „მანქანამ“ მომდევნო ორთაბრძოლაზე ისაუბრა, რომელსაც პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს და აღნიშნა, რომ რთულ ჩხუბს ელოდება.
„პიოტრ იანთან გამართული პირველი ჩხუბისას ვნერვიულობდი და სტრესის ქვეშ ვიყავი. იანის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემთვის დამატებითი წნეხია. ახლა უფრო დაღვინებული მებრძოლი ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა არ მინდა, ზედმეტად მოვდუნდე.
დარწმუნებული ვარ, იანი გამოასწორებს შეცდომებს, რომლებიც პირველ ორთაბრძოლაში დაუშვა. მისი უდიდესი შეცდომა ჩემდამი უპატივცემულობის გამოხატვა იყო — ეგონა, რომ მის წინააღმდეგ არაფერი გამომივიდოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ გამოასწორებს საბრძოლო კომპონენტებს, რომლებშიც მასზე უკეთესი ვიყავი. სწორედ ამიტომ, ამ ჩხუბში ჩემი თავის უკეთესი ვერსია უნდა ვაჩვენო.“
ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის პირველ ორთაბრძოლაში მერაბმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და დომინანტური გამოსვლა აჩვენა. იანმა წაგება ტრავმას დააბრალა და დარწმუნებულია, რომ მეორე ჩხუბში უკეთ იასპარეზებს. „მანქანისა“ და „ნოუ მერსის“ დაპირისპირება UFC 323-ის მთავარი მოვლენაა, რომელიც თბილისის დროით 7 დეკემბერს გაიმართება.