გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

ჭიკაძის მეტოქე ცნობილია - ნინძა დეკემბერში იჩხუბებს

გიგა ჭიკაძე UFC-ში 2025 წელს კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს. ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი მებრძოლი 14 დეკემბერს, UFC Vegas 112-ზე არგენტინელ კევინ ვალეხოსს შეხვდება. გიგასთვის ეს მიმდინარე წელს მეორე შეხვედრა იქნება - 26 აპრილს ის დევიდ ონამასთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, იქამდე კი 2024 წლის ზაფხულში მარცხი არნოლდ ალენთან განიცადა.

რაც შეეხება 37 წლის ქართველის მომდევნო მეტოქეს, „ელ ჩინიოს“ მეტსახელით ცნობილ არგენტინელს ზურგს ხუთბრძოლიანი წაუგებელი სერია უმაგრებს - ბოლოს ვალეხოსი 2023 წლის სექტემბერში ბრაზილიელ ჯინ სილვასთან დამარცხდა, მას შემდეგ კი ზედიზედ მაქსიმილიანო პერესს, გონსალო კონტრერასს, კემ ტიგს, სინ უჩოისა და დენი სილვას მოუგო.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძის ანგარიშზე 15 გამარჯვება და 5 მარცხია. ხუთი წაგებიდან კი სამი ბოლო ოთხ ბრძოლაში განიცადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანი მერაბს მოუგებს, ალექსანდრესთვის მზად ვარ“ | თოფურიას მომდევნო მეტოქე
„იანი მერაბს მოუგებს, ალექსანდრესთვის მზად ვარ“ | თოფურიას მომდევნო მეტოქე